воскресенье, 18 мая 2014 г.

IX დღე

ჩემს მიერ კურსის მეშვეობით მიღებული ახალი ცოდნა დიდ გავლენას მოახდენს სასწავლო პროცესზე: შევქმნი პროექტებს, ვიუვერში ჩატვირთული მასალა მომეხმარება როგორც პროექტების შექმნაში, ისე საგაკვეთილო პროცესში.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

суббота, 17 мая 2014 г.

VIII დღე

      მოცემული მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით: შევისწავლეთ თუ რა სახის ბავშვები შეიძლება შეგვხვდეს დიფერენცირებული სწავლებისას და მათი თავისებურებანი და შევიმუშავეთ დავალებები არაქართულენოვანი ბავშვებისთვის, ნიჭიერი ბავშვებისთვის, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის.

воскресенье, 11 мая 2014 г.

VII დღე

    მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით: ვისწავლე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ჩეკლისტი, გავეცანი შეფასების ფორმებს და გავწერე მიზნებში.

суббота, 10 мая 2014 г.

VI დღე

     ჯგუფში გავუზიარეთ იდეები პროექტში ინტერნეტის გამოყენების შესახებ.
     განვიხილეთ საკითხი, რომ მოსწაავლეებმა შეძლონ უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოიყენონ ინტერნეტი.
    შევქმენით  მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშები: პრეზენტაცია, პუბლიკაცია.
    პროექტის გეგმაში შევიტანეთ საჭირო ცვლილებები.
    გავაკეთეთ რეფლექსია.

пятница, 9 мая 2014 г.

მეხუთე დღე


     ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ ინტერნეტრესურსების გამოყენება და საავტორო უფლებების დაცვა. ინტერნეტში მოძიებული სურათები ჩავყარეთ პორტფოლიოში და დავიცავით საავტორო უფლებები.ვისწავლეთ ბუკმარკის გამოყენება. დამახსოვრებული საიტის გახსნა მარტივად. 

воскресенье, 4 мая 2014 г.

IV დღე

      ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვების და განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:   ეროვნულ სასწავლო გეგმის სტანდარტები მოვარგე ჩემს პროექტს,  დავსახე მიზნები და ამოცანები. პროექტისთვის შევიმუშავე სტრატეგიები და მეთოდები თავისი ინსტრუმენტებით, შევიმუშავე შეფასების მეთოდები.

суббота, 3 мая 2014 г.

III დღე

   დღეს ჩვენ ტრენინგზე გავეცანით თუ როგორ უნდა შევქმნათ პროექტი. პროექტის გეგმაში მოვიძიეთ და ჩავსვით ეროვნული გეგმის სტანდარტები; მიზნები, რომელიც 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზეა დაფუძნებული.